Coca-Cola-ს შექმნის ისტორია


სასმელი „კოკა-კოლა“ შეიქმნა ქალაქ ატლანტაში (ჯორჯიის შტატი, შეერთებული შტატები) 1886 წლის 8 მაისს ჯონ სტიტ პემბერტონის მიერ. სასმელს სახელი პემბერტონის ბუღალტერმა მოუგონა. მას თავისი კალიგრაფია ჰქონდა და ლამაზად გამოყვანილი ასოებით დაწერა სიტყვა „Coca-Cola“, რაც დღემდე კოკა-კოლას ლოგოტიპია. კოკა-კოლას უმთავრესი ინგრედიენტი იყო კოკაინის ფოთლების სამი მილიგრამი მცენარე კოლას თხილის ერთ ნაწილზე.[1] თავიდან კოკა-კოლას ყოველდღე ყიდულობდა საშუალოდ სულ 9 ადამიანი. პირველი წლის ზარალი სულ 20 დოლარი აღმოჩნდა. თანდათან კოკა-კოლა პოპულალური გახდა. 1888 წელს პემბერტონმა ბრენდი გაყიდა, ოთხი წლის შემდეგ, 1892 წელს, ასა გრიგს კენდლერმა დააარსა კომპანია „კოკა-კოლა“.

დეტალური ინფორმაცია

კომპანია "აქვაგეო"-ს საგამოცდო ლაბორატორიამ აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობა მიიღო


2015 წლის 3 თებერვალს კომპანია ”აქვა გეო”-ს საგამოცდო ლაბორატორიამ სსტ ისო/იეკ 17025:2010-ის მოთხოვნების შესაბამისად წარმატებით გაიარა ყველა ეტაპი და მიიღო აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობა. აკრედიტაცია არის შესაბამისობის შეფასების ორგანოს კომპეტენციის ოფიციალური აღიარება და შესაბამისად ეს აღიარება საერთაშორისო ISO-17025 სტანდარტის მიხედვით საერთაშორისო აღიარებაა და მნიშვნელოვანი წარმატებაა კომპანიისთვის. ის ფაქტი, რომ ქარხანა, სადაც იწარმოება ნატურალური მინერალური წყალი, აღჭურვილია საერთაშორისოდ აღიარებული საგამოცდო ლაბორატორიით - მომხმარებლისთვის ძალიან დიდი სანდოობის განცდას ქმნის, რადგან აკრედიტაციის მინიჭებით სარწმუნო ხდება გამოცდების შედეგების უტყუარობა, სიზუსტე, მიუკერძოებლობა და ობიექტურობა, რაც წარმოადგენს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის სტაბილურად მაღალი ხარისხის გარანტიას.

დეტალური ინფორმაცია

„ღვინის სამშობლო“


„ღვინის სამშობლო“ – ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს სამშობლოზე. 8000 წელზე დიდი პერიოდის რქაწითელის ჯიშის ყურძნის წიპწებიანი თიხის დოქების აღმონაჩენი მიუთითებს იმ დროის საქართველოში მეღვინეობის განვითარების მაღალ დონეზე. მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანმა ველური ვაზი „გააკულტურულა და გააშინაურა“. საქართველოში მევენახეობის ძირითადი 8 კერა არსებობს: კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი, აჭარა, გურია და სამეგრელო. 500 უნიკალური და ენდემური ვაზის ჯიშიდან 30 მათგანი მთელს საქართველოშია გავრცელებული. კახეთი ცნობილია საფერავით, რქაწითელითა და მწვანე ყურძნის ჯიშებით; ქართლი - გორული მწვანით; იმერეთი - ციცქასა და კრახუნათი; გურია და აფხაზეთი - ცოლიკოურითა და ჩხავერით; სამეგრელო - ოჯალეშით, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი - უსახელოურით, ალექსანდროულით, მუჯურეთულითა და წულუკიძის თეთრათი; მრავალი დამადასტურებელი ფაქტი არსებობს იმისა, რომ სიტყვა ღვინო მსოფლიოში ქართული სიტყვისგან გავრცელდა. ღვინის აღმიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვთ (вино, vinum, gini, wein, wainu და ა.შ.) როგორც ენათმეცნიერების დიდი ნაწილი აღნიშნავს, სიტყვა „ღვინის“ სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან“ არის მიღებული; „ღვივილი“, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება. ქართველი ხალხი დიდ სიყვარულს ვაზისა და ღვინის კულტურის მიმართ მრავალი ხერხის გამოყენებით გამოხატავს - ტრადიციულ ქართულ ორნამენტებში, სიმღერებში, პოეზიასა და მხატვრობაში.

დეტალური ინფორმაცია

HARIBO Co-owner Dr Hans Riegel Passes Away at the Age of 90


With a heavy heart and deepest regret, we hereby announce the sad news that Dr Hans Riegel has passed away in Bonn today at the age of ninety. Following the successful removal of a benign brain tumour, he had been successfully convalescing in an inpatient rehabilitation centre before this morning's sudden and unexpected heart failure.

დეტალური ინფორმაცია

Куриный бульон с пониженным содержанием соли


В линейке любимых всеми кубиков Gallina Blanca — долгожданное прибавление! Легендарный куриный бульон теперь и с пониженным содержанием соли! Новый кубик разработан специально для тех, кто следит за своим рационом питания. Теперь вам не нужно отказываться от традиционного вкуса ваших супов – новая рецептура кубика Gallina Blanca заботится о вашем здоровье, делая ваши блюда такими же вкусными и ароматными, как прежде. Контролировать количество потребляемой соли стало гораздо проще и приятнее с Gallina Blanca!

დეტალური ინფორმაცია